ვინ წაიღებს "ოცნებაზე" გაბრაზებული ამომრჩევლების ხმებს? - ოლიგარქის წინააღმდეგ ყოფილი "მეოცნებეები" ერთიანდებიან

10.07.24 20:20
ვინ წაიღებს "ოცნებაზე" გაბრაზებული ამომრჩევლების ხმებს? - ოლიგარქის წინააღმდეგ ყოფილი "მეოცნებეები" ერთიანდებიან

 

ვინ წაიღებს "ოცნებაზე" გაბრაზებული ამომრჩევლების ხმებს - ხელისუფლების ყოფილ მხარდამჭერებს კიდევ ერთი ალტერნატივა ექნებათ. ეკა ბესელიამ პარტიის რეგისტრაციის პროცედურები დაიწყო. ოლიგარქის ყოფილი თანაგუნდელი ჯერ გვარებს არ ასახელებს, თუ ვინ გაერთიანდება ახალ მოძრაობაში, თუმცა ფიქრობს, რომ გახარიას პარტია საკმარისი არ არის ვეტერანი მეოცნებეების ხმების მობილიზებისთვის.

ბესელია პარტიაში იმ ხალხის შეკრებას გეგმავს, ვისაც "ოცნებით" იმედგაცრუებული ამომრჩეველი ენდობა. სავარაუდოდ, ბესელიას პარტიაში იქნებიან ის ყოფილი მინისტრები და დეპუტატები, ვინც 2012 წელს გაცემული დაპირებების შეუსრულებლობის გამო "ოცნებას" გაემიჯნენ. ფაქტია, რომ 26 ოქტომბერს ბესელია იმ ხმების წაღებას შეეცდება, რომელზეც გათვლა გიორგი გახარიას ჰქონდა.

რა შანსები აქვთ ვეტერან მეოცნებეებს "ოცნების" წინააღმდეგ - ნანუკა ქაჯაიაა პირდაპირ ეთერში.