"კანონის მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს" - რისკენ მოუწოდა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დარჩიაშვილს

10.07.24 21:19
"კანონის მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს" - რისკენ მოუწოდა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დარჩიაშვილს

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აჯა ლაბიბი ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ X-ზე პოსტს აქვეყნებს.

"ქართველები თავიანთ მომავალს ევროკავშირში ხედავენ, თუმცა, ცოტა ხნის წინ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს. ილია დარჩიაშვილს მოვუწოდე, გადახედოს ამ ზომას და რეფორმებისადმი თავისი ერთგულება შეინარჩუნონ", - წერს აჯა ლაბიბი.