ვიხილავთ თუ არა უფრო მსხვილი გაერთიანების სათავეში სალომე ზურაბიშვილს? - რას ამბობს ბესელია

10.07.24 23:20
ვიხილავთ თუ არა უფრო მსხვილი გაერთიანების სათავეში სალომე ზურაბიშვილს? - რას ამბობს ბესელია

ეკა ბესელია კიდევ უფრო მსხვილი გაერთიანების აუცილებლობას არ გამორიცხავს. პოლიტიკოსი, რომელმაც დღეს  პარტიის რეგისტრაციის პროცედურები დაიწყო, ამბობს შეიძლება ამის აუცილებლობა დადგეს.

ალბათ ძალიან მალე, მოკლე დროში შემიძლია გითხრათ, ვინ იქნებიან ის ადამიანები, ვისთანაც ერთადაც შეიძლება სტარტის აღება, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შემდგომ, როცა უკვე უფრო კრიტიკულად შევაფასებთ შესაძლებლობებს, დავინახოთ კიდევ უფრო მსხვილი გაერთიანების აუცილებლობა. შეიძლება არ იყოს ამის აუცილებლობა.

კითხვაზე შეიძლება თუ არა ამ გაერთიანების სათავეში სალომე ზურაბიშვილი ვიხილოთ, ბესელია კარტებს ბოლომდე არ ხსნის და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ქვეყანას არჩევნებზე ლეგიტიმაციის და ნდობის მატარებელი პრეზიდენტი სჭირდება.

არ მინდა წარმოვიდგინო, რომ რაღაც ისეთი რამ მოხდეს ქვეყანაში, რომ პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება შეცვილოს - ამბობს ბესელია. 

ჩვენ გვჭირდება ქვეყანას, ამ ლეგიტიმაციის და ამ ნდობის მატარებელი პრეზიდენტი და არ მინდა წარმოვიდგინო, რომ რაღაც ისეთი რამ მოხდეს ქვეყანაში, რომ მან ეს გადაწყვეტილება შეცვილოს. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება შევინარჩუნოთ ასეთი პრეზიდენტი არჩევნების დროისთის, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ პროცესს, რომელსაც სჭირდება ასეთი გამოკვეთილი ლიდერი, პრეზიდენტს ექნება რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი როლი. გეტყვით უახლოეს დღეებში, ამ კონკრეტულ კითხვებზე პასუხს", - თქვა ბესელიამ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში.