ევროკავშირის წევრობისთვის შემდეგ ნაბიჯზე გადასვლა მხოლოდ საქართველოს მთავრობის და პარლამენტის ხელშია - ბრაჟე
ევროკავშირის წევრობისთვის შემდეგ ნაბიჯზე გადასვლა მხოლოდ საქართველოს მთავრობის და პარლამენტის ხელშია - ბრაჟე - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.
ბრაჯეს ასევე ვერ გაუგია და შეშფოთებას გამოთქვას იმის გამო, თუ რატომ იქცევა საქართველოს ხელისუფლება ხალხის ინტერესების საპირისპიროდ.
ევროკავშირში გაწევრიანება რთული პროცესია. ამას მხოლოდ პოლიტიკური ნებაც არ ჰყოფნის. შენ უნდა გადადგა პრაქტიკული ნაბიჯების მთელი წყება. საქართველსო გასულ წელს მიეცა საშუალება წინ წასულიყო, როცა მოლოდვასთან და უკრაინასთან ერთად კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, მაგრამ მას კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაედგა იმისათვის, რომ გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები დაწყებულიყო. სამწუხაროდ საქართველსო მტავრობამ და პარლამენტმა არ გადადგეს ეს ნაბიჯი და მიიღეს ისეთი კანონი, როგორიცაა უცხეთის აგენტების შესახებ კანონი და სხვა კანონებიც, რომელიც ბადებს კითვებს ევროკავშირის წევრებს შორის და საქართველომ ვერ შეძლო იმ შემდეგ ნაბიჯზე გადასვლა, რომელზეც უკრაინა და მოლდოვა გადავიდნენ. ასე რომ ეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის და პარლამენტის ხელშია, მხოლოდ მათი გასაკეთებელია. ჩვენ ვიცით, რომ ქვეყნის 80 პროცენტს სურს, რომ ევროკავშირის წევრი იყვნენ, ეს მათ კონსტიტუციაშია ჩაწერილი, პოლიტიკური პარტიების უმრავლესობაც ამას ემხრობა, ამიტომ რატომ უნდა გააკეთო ამ ყველაფრის საპირისპირო ახლა, ჩემთვის გაუგებარია", - განაცხადა ბაიბა ბრაჟემ.