შეშფოთებული ვადევნებ თვალს მათზე თავდასხმის ფაქტებს - მოქმედი მოსამართლის ღია მხარდაჭერა მედიას

27.07.21 19:55
შეშფოთებული ვადევნებ თვალს მათზე თავდასხმის ფაქტებს - მოქმედი მოსამართლის ღია მხარდაჭერა მედიას

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე, დავით ნარიმანიშვილი, მედიიაზე გახშირებულ თავდასხმას გმობს. მოსამართლის თქმით, ლიბერალური დემოკრატიის სადარაჯოზე პირველ რიგში მედია დგას.

საზოგადოებაში დღის წესრიგს ყოველთვის მედია ქმნის. შეშფოთებული ვადევნებ თვალს მათზე თავდასხმის ფაქტებს, მიუხედავად იმისა, რომ 2004 წლიდან პირადად, არაერთხელ ვყოფილვარ მათი მხრიდან დაუსაბუთებელი სიუჟეტის თუ სტატიის "მსხვერპლი".  თუმცა მედიისგან დითირამბების მოსმენას, მკაცრი, თუნდაც დაუსაბუთებელი კრიტიკის მოსმენა მირჩევნია. რადგან ღრმად მწამს, რომ ლიბერალური დემოკრატიის სადარაჯოზე პირველ რიგში მედია დგას, რადგან ერთადერთი ინსტიტუტია, რომლის მთავარი ფუნქცია დაფარულის, მიჩქმალულის თუ საეჭვოს  განცხადებაა. ამიტომ თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ"- წერს მოსამართლე.