ჯო უილსონი: არჩევნებზე საქართველოს მომავალი გადაწყდება, MEGOBARI აქტი კანონად არჩევნებამდე უნდა იქცეს
MEGOBARI აქტის განხილვა დაიწყო - სანქცირების კანონპროექტის ავტორი, ჯო უილსონი ფიქრობს, რომ ეს კანონი შეერთებულმა შტატებმა 26 ოქტომბრის არჩევნებამდე უნდა მიიღოს.
კენჭისყრა სენატში სავარაუდოდ რამდენიმე საათში გაიმართება.
ცნობილია, რომ კანონპროექტს დამატებით მხარდამჭერებიც გამოუჩნდა და დიდი ალბათობით მისი მიღება გარდაუვალი იქნება.
- "ჩვენ ვიცით, რომ MEGOBARI - ეს კონკრეტული კანონპროექტი - ქართულად ნიშნავს მეგობარს და MEGOBARI აქტი წამოყენებულია მეგობრობის სულისკვეთებით, რომელსაც შეერთებული შტატები საქართველოსთან მიმართებაში დიდი ხანია ინარჩუნებს"- ამბობს MEGOBARI აქტის ინიციატორი, კონგრესმენი ჯო უილსონმა კონგრესში გამართულ შეხვედრაზე.
მისი თქმით, აქტი ითვალისწინებს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს, ამავდროულად ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს ურთიერთობის პოზიტიურ ხედვას საქართველოს ტრანსატლანტიკური გზის აღდგენით.
ეს კანონპროექტი ასევე მოიცავს დებულებებს, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ მომავალი ქართული არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იქნება.
საქართველოსადმი მხარდაჭერა ორპარტიულია. მნიშვნელოვანია, რომ ეს აქტი კანონად იქცეს არჩევნებამდე, რომელშიც საქართველოს მომავალი გადაწყდება.
ახლა, ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია გავგზავნოთ მეგობრობისა და მხარდაჭერის ძლიერი გზავნილი და უზრუნველვყოთ, რომ ყოველი ქართველი გაიგებს, რომ მათ გვერდზე ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მათ სუვერენიტეტს. ომის დამნაშავე კრიმინალმა პუტინმა ვერ უნდა შეძლოს საბჭოთა კავშირის აღდგენა ოლიგარქებისთვის"- თქვა მან.
ასევე ნახეთ:
MEGOBARI ACT მოიცავს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის - უილსონი