სამწუხაროა, არ პასუხობს ჩვენს მოლოდინს - კობახიძის პირველი კომენტარი აშშ-ისა და EU-ს სანქციებზე

11.07.24 11:19
სამწუხაროა, არ პასუხობს ჩვენს მოლოდინს - კობახიძის პირველი კომენტარი აშშ-ისა და EU-ს  სანქციებზე

ირაკლი კობახიძე აშშ-ს და EU-ს გადაწყვეტილება თავდაცვაში თანხების გამოყოფის შეჩერებას "სამწუხაროს" უწოდებს და ურთიერთობების გადატვირთვაზე საუბრობს. პრემიერმა სანქციებზე კომენტარი დღეს პირველად გააკეთა. 

ირაკლი კობახიძე  ამბობს რომ შეერთებული შტატების გადაწყვეტილება კონტრპროდუქტიული ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით.

მინდა გამოვეხმაურო აშშ-სა და ევროკავშირის გადაწყვეტილებას თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება არის სამწუხარო. სამწუხაროა იმდენად, რამდენადაც ის არ პასუხობს ჩვენს მოლოდინს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით.

მე კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ გასული ოთხი წლის პოლიტიკური მოვლენების ფონზე ამ ურთიერთიობებს ნამდვილად სჭირდება გადატვირთვა. ამისთვის ქართული მხარე - ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სახელმწიფო არის მზად და ვართ შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინში.

რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებები არის კონტრპროდუქტიული ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით. თუმცა, მე კვლავაც ვიტოვებ იმედს, რომ მომავალში გადაიდგმება პრაგმატული, რაციონალური, სწორი, სამართლიანი ნაბიჯები. სწორედ ასეთი ნაბიჯები შეუწყობს ხელს ურთიერთბების გადატვირთვას აშშ-სა და საქართველოს შორის. ჩვენ ამისთვის ვართ თავიდან ბოლომდე მზად" - ამბობს პრემიერი.