რუსეთისკენ მკვეთრად შეტრიალებული "ოცნება" ანტიამერიკულ პროპაგანდას გააგრძელებს - აქუბარდია

11.07.24 11:38
რუსეთისკენ მკვეთრად შეტრიალებული "ოცნება" ანტიამერიკულ პროპაგანდას გააგრძელებს - აქუბარდია

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" ანტიდასავლურ რიტორიკასა და სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმას კვლავ გააგრძელებს.

აქუბარდია აცხადებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების ასეთი ქმედებებით საქართველო და მისი თავდაცვისუნარიანობა ზიანდება.

დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნება" მიუხედავად იმ მკვეთრი შეტრიალებისა რუსეთისკენ, გააგრძელებს იმ ანტიამერიკულ პროპაგანდას და თავდასხმებს შეერთებულ შტატებზე, რის გამოც ჩვენ უკვე ვნახეთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის დაზიანება, ისევე როგორც სტრატეგიული პარტნიორის გადახედვის პროცესი", - ამბობს აქუბარდია.