გადაწყვეტილება მიღებულია: გენერალური პროკურორობის კანდიდატად პარლამენტს გიორგი გაბიტაშვილი წარედგინება

11.07.24 11:48
გადაწყვეტილება მიღებულია: გენერალური პროკურორობის კანდიდატად პარლამენტს გიორგი გაბიტაშვილი წარედგინება

გიორგი გაბიტაშვილი ახალი გენერალური პროკურორი ხდება? -  ირაკლი შოთაძის ყოფილმა მოადგილემ საპროკურორო საბჭოს ნდობა მოიპოვა და 11 ხმით მათი რჩეული გახდა. 

პროკურატურის შემდეგ, ახლა საქართველოს პარლამენტში უნდა წარადგინონ მისი კანდიდატურა, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოისმენენ. 

"პირველების" ინფორმაციით, სხდომას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არ დაესწრებიან, ამიტომ გაბიტაშვილისთვის კითხვების დასმა და მისი პროკურორად დამტკიცება მხოლოდ "ქართულ ოცნებას" მოუწევს. 

კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა მიიღო ყველაზე მეტი, 11 ხმა, რაც საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე მეტია. დღევანდელი კენჭისყრის შედეგად გამარჯვებულ კანდიდატად ცხადდება გიორგი გაბიტაშვილი და აღნიშნულ კანდიდატს საპროკურორო საბჭო შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს", - ამბობს პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი.