აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე არასამთავრობო სექტორს ხვდება

11.07.24 12:18
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე არასამთავრობო სექტორს ხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში არასამთავრობო სექტორს ხვდება. 

შეხვედრაზე ისაუბრებენ იმ მდგომარეობაზე, რაც „რუსული კანონის” ინიცირებიდან დღემდეა საქართველოშია.

„ვისაუბრებთ, რა გავლენას ახდენს ეს პროცესები ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხზე, ადამიანის უფლებებზე. ამ მხრივ, ჩვენ ცხადად ვხედავთ, იმ მისწრაფებებს, თუ როგორ უარესდება ყოველდღიურად ადამიანის უფლებათა მდგომარეობა. ასევე რუსული კანონის საპარლამენტო განხილვების დროს ვიხილეთ, თუ როგორ ირღვეოდა და ირღვევა ინსტრუმენტული უფლებები, როგორიც არის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება”, -  თქვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, თამარ ონიანმა