2008 წლის NATO-ს ჩანაწერი გარკვეულწილად იყო მაპროვოცირებელი რუსეთის აგრესიის - ნინო წილოსანი
"ქართული ოცნება" ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უპირისპირდება - რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი, ნინო წილოსანი აცხადებს, 2008 წლის NATO-ს ჩანაწერი "გარკვეულწილად იყო მაპროვოცირებელი და რუსეთის მხრიდან გავხდით მსხვერპლი ამ ძალადობის და რეალურად ომის პროცესების დასაწყისის".
არაერთი შეფასებით დიახაც, სწორედაც 2008 წლის ჩანაწერით და იმ პირობებში, როდესაც ნატოს შემადგენლობაში საქართველო ვერ იქნა შეყვანილი და სამწუხაროდ, განსაკუთრებული მოწყვლადობა ჰქონდა ქვეყანას, გარკვეულ წილად იყო მაპროვოცირებელი და რუსეთის მხრიდან გავხდით მსხვერპლი ამ ძალადობის და რეალურად, ომის პროცესების დასაწყისის.
პარალელს ავლებენ 2008 წლის ნატოს ჩანაწერზე, რომელსაც მოყვა ის ესკალაცია და საომარი დაძაბულობა, რაც თითოეული ჩვენგანის და ქვეყნისთვის უმძიმესი დაღია, ამას ისურვებენ და ამას უჭერენ მხარს, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება შეფასებული", - ამბობს წილოსანი.
16 წლის შემდეგ პირველად - ნატო საქართველოსთვის მიცემულ დაპირებებს აღარ იმეორებს. შემაჯამებელ კომუნიკეში, რომელიც ნატოს 75-ე საიუბილეო სამიტის ფარგლებში მიიღეს,
ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ერთხელ, მოლდოვისა და უკრაინის კონტექსტშია ნახსენები.
"მოვუწოდებთ რუსეთს, თავისი ძალები, რომლებიც თანხმობის გარეშეა განლაგებული, მოლდოვიდან და საქართველოდან გაიყვანოს" - წერია დოკუმენტში.
კომუნიკედან გამქრალია ჩანაწერები ბუქარესტის სამიტის სულისკვეთების შესახებ, რომლითაც ნატო ყოველთვის ადასტურებდა, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდებოდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ასევე აღარაფერს წერს პარტნიორობის, პოლიტიკური დიალოგის, ან პრაქტიკული თანამშრომლობის შესახებაც.