2008 წელს ჩვენ ისტორიული შეცდომა დავუშვით, დღეს, საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის ბრძანებას ახორციელებს - ლექსმანი

11.07.24 14:04
2008 წელს ჩვენ ისტორიული შეცდომა დავუშვით, დღეს, საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის ბრძანებას ახორციელებს - ლექსმანი

„2008 წელს ჩვენ ისტორიული შეცდომა დავუშვით"- ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციას ეხმაურება და საქართველოს მთავრობას ევროატლანტიკური ინტეგრაციის განადგურებაში ადანაშაულებს.

ლექსმანი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ასევე პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის ბრძანებას ახორციელებს.

„2008 წელს ჩვენ ისტორიული შეცდომა დავუშვით, რომლითაც ჩვენმა მტრებმა ისარგებლეს. დღეს, საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის ბრძანებას ახორციელებს და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ საქართველოს გზას ანადგურებს. იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი ამ დესტრუქციულ ტენდენციებს შემოაბრუნებს“, - წერს მირიამ ლექსმანი X-ზე.

ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში მონაწილე სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში რუსეთს მოუწოდებენ, რომ მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან თავისი ძალები გაიყვანოს.