ჩვენი რეაგირება რბილი იყო, როდესაც პუტინი 2008 წელს საქართველოში შეიჭრა - ბორელი

11.07.24 14:13
ჩვენი რეაგირება რბილი იყო, როდესაც პუტინი 2008 წელს საქართველოში შეიჭრა - ბორელი

ჩვენი რეაგირება რბილი იყო, როდესაც პუტინი 2008 წელს საქართველოში შეიჭრა - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა NATO-ს სამიტის ფარგლებში, ევროკავშირის თავდაცვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

არ გვინდოდა იმის დანახვა, რაც აშკარა იყო - ამბობს ბორელი და აღნიშნავს, რომ პუტინის მიზანი სამეზობლოში კვლავ დომინირებაა და იმპერიის აღდგენაა.

"ჩვენ ვნახეთ პუტინის მიერ ხალხის ხოცვა ჩეჩნეთში, სირიაში. ჩვენი რეაგირება რბილი იყო, როდესაც ვლადიმირ პუტინი საქართველოში შეიჭრა 2008 წელს და ნახევარი გულით გამოვეხმაურეთ პუტინის ქმედებას, როდესაც ის 2014 წელს ყირიმის ანექსიას ახორციელებდა. არ გვინდოდა იმის დანახვა, რაც აშკარა იყო. პუტინს სურს, რუსეთი კვლავ დომინირებდეს სამეზობლოში. პუტინი არ თმობს რუსეთის იმპერიალისტურ ამბიციებს, ეს არის პრობლემა. რუსეთი კვლავ იმპერიასავით იქცევა და პუტინს სურს, აღადგინოს იმპერია – იქნება ეს მეფის იმპერია თუ საბჭოთა იმპერია. 2022 წლის თებერვალში, როდესაც მათ დაიწყეს კიევის დაბომბვა, ჩვენ გამოვფხიზლდით ამ საშინელ რეალობაში და ცუდად მომზადებულნი აღმოვჩნდით. გავიღვიძეთ და შემდეგ მივხვდით, რომ არ ვიყავით მზად ამ გამოწვევისთვის. დღეს კი ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის იმავე გზის გაგრძელება". - თქვა ბორელმა.