საქართველომ ოქტომბერში ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა გაიმარჯვოს - გახარია

11.07.24 14:25
საქართველომ ოქტომბერში ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა გაიმარჯვოს - გახარია

საქართველომ ოქტომბერში ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა გაიმარჯვოს - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია X-ზე წერს.

გახარიამ მმართველი გუნდი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის განადგურებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ არჩევნების შემდეგ, ქვეყანა დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას უნდა დაუბრუნდეს.

ივანიშვილი და მისი პარტია წარმატებულები რჩებიან მიზანმიმართულად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის განადგურებაში, ჩვენი ევროკავშირის წევრობისა და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის [განადგურებასთან] ერთად.

პირველად 2008 წლის შემდეგ, NATO-ს ვაშინგტონის სამიტზე საქართველო [ალიანსის] წევრობის კონტექსტში ნახსენები არ იყო. ქართული ოცნება ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეს წარმოადგენს, საფრთხეს უქმნის ჩვენს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დემოკრატიას და ევროპულ მომავალს, [და] ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ და იზოლაციისკენ მიჰყავს.

საქართველომ ოქტომბერში ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა გაიმარჯვოს და დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას უნდა დაუბრუნდეს"- წერს ყოფილი პრემიერი.