"ოცნების" ამნისტიის კანონი მიხეილ სააკაშვილს არ შეეხება

11.07.24 15:06
"ოცნების" ამნისტიის კანონი მიხეილ სააკაშვილს არ შეეხება

"ოცნების" ამნისტიის კანონი მიხეილ სააკაშვილს არ შეეხება  - ამნისტრიებული მუხლებიდან ამოიღეს ის, რითიც სასჯელს მესამე პრეზიდენტი იხდის.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ "მასშტაბურ კრიმინალებს ამნისტიის არცერთი პროექტი არ უნდა შეეხოს"

ჯერ ზედა მასშტაბურ დანაშაულებზე ვისაუბროთ და მერე დანარჩენებს გავყვეთ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მიხეილ სააკაშვილი არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ აღიარებული სისხლის სამართლის დამნაშავე. იმ პირებს და იმ მასშტაბურ დამნაშავეებს, რომლებსაც აქვთ გაფლანგული 9 მილიონი ლარი, რომლებიც აორგანიზებდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ ოპონენტებს, ესეთ მასშტაბურ კრიმინალებს ამნისტიის არცერთი პროექტი არ უნდა შეეხოს", - ამბობს იონათამიშვილი.
 

საყოველთაო ამნისტია არჩევნების წინ - 3000-ზე მეტ პატიმარს და 7000 პრობაციონერს ამნისტია შეეხება. პარლამენტში ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა.

რამდენიმე დღის წინ "პირველები" ყვებოდა, რომ ამნისტია მასშტაბური იქნებოდა და მსჯავრდებულების დიდ რაოდენობას შეეხებოდა.

მაშინ მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ამნისტიის პუნქტებზე იუსტიციის სამინისტროსთან ერთად რამდენიმე თვეა, რაც მუშაობს.

რაც შეეხება, შეეხება თუ არა ამნისტია იმ მუხლებს, რითიც საქართველოს მესამე პრეზიდენტია გასამართლებული - ამაზე მდინარაძემ თქვა, რომ "გამორიცხული მგონია, რა მუხლებსაც ვიხსენებ, მისი მუხლები აქ არ უნდა ეწეროს და დიდი სურვილიც არ არის ამის".

ოპოზიციის თქმით, კი "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ამნისტიის გამოცხადებას ხმების მობილიზების მიზნით აკეთებს.