აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ქალ ოპოზიციონერებს ხვდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეხვედრებს განაგრძობს - უზრა ზეია ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსებს ხვდება. შეხვედრა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” მიმდინარეობს.
ცნობისთვის, უზრა ზეია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ასევე, შეხვდა “ქართული ოცნების” ქალ წევრებს. დაგეგმილია მისი შეხვედრა მთავრობისა და პარლამენტის სხვა წევრებსა და მედიის წარმომადგენლებთანაც.
ზეია "ქართული ოცნების" წევრებს პირადად კიდევ ერთხელ გადასცემს აშშ-ს სერიოზულ შეშფოთებას „უცხოური გავლენის“ კანონთა, სხვა არალიბერალურ კანონმდებლობასთან და საქართველოს მთავრობის მავნე რიტორიკასთან დაკავშირებით.