სანქციების დაწესების მუქარით ურთიერთობების გადატვირთვა ნამდვილად ვერ მოხდება - ბოჭორიშვილი

11.07.24 16:56
სანქციების დაწესების მუქარით ურთიერთობების გადატვირთვა ნამდვილად ვერ მოხდება - ბოჭორიშვილი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უზრა ზეიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

გვესაუბრა ბევრ საკითხზე, მათ შორის პრობლემურ საკითხებზეც. კარგი შესაძლებლობა იყო, გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის არგუმენტები. მიგვეწოდებინა ჩვენი მოსაზრებები. პოლიტიკურ დიალოგს ჩვენს პარტნიორებთან ალტერნატივა არ აქვს", - თქვა ბოჭორიშვილმა.

"პირველების" კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია "ოცნებას" შტატებთან ურთიერთობის გადატვირთა, როცა საერთაშორისო პარტნიორი სანქციების დაწესებაზე საუბრობს, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა:

სანქციების დაწესების მუქარით ნამდვილად ვერ მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამ წუთებში უზრა ზეია ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსებს ხვდება. შეხვედრა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” მიმდინარეობს.