100 დღეში გავიგებთ ძალიან ხმამაღლა ხმას საზოგადოების და შედეგი იქნება 26 ოქტომბერს - პრეზიდენტი
"100 დღეში გავიგებთ ძალიან ხმამაღლა სიტყვას და ხმას საზოგადოების, ხალხის საქართველოსი და შედეგი იქნება 26 ოქტომბერს" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს.
პრეზიდენტი, რომელიც ახალი სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნებას ესწრებოდა, ამბობს, რომ 100 დღეში, არჩევნებში საზოგადოების აქტიურობა უმნიშვნელოვანესია.
საზოგადოებამ თავისი საწყისი სიტყვა თქვა, 100 დღეში გავიგებთ ძალიან ხმამაღლა სიტყვას და ხმას საზოგადოების, ხალხის საქართველოსი და შედეგი იქნება 26 ოქტომბერს. ასეთი წამოწყება და წამოწყებები ყველა მხრივ საჭირო არის და ეს არის სიცოცხლე რითაც მივდივართ,“ - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.