ამერიკის მაღალჩინოსანთან შეხვედრაზე სანქციებთან დაკავშირებით საუბარი საერთოდ არ ყოფილა - მარიამ ლაშხი
"ოცნების" დეპუტატი, მარიამ ლაშხის მტკიცებით, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე სანქციებთან დაკავშირებით საუბარი საერთოდ არ ყოფილა.
ლაშხი ირწმუნება, რომ უზრა ზეიას "ოცნების" ქალმა დეპუტატებმა საქართველოში არსებული ობიექტური რეალობა გააცნეს.
გავაცანით, რა არის რეალობა და ობიექტური მდგომარეობა. ის, რომ რეალურად, როდესაც დემოკრატიის "ბექსლაიდინგზე" სამწუხაროა, რომ ჩვენი მხრიდან, განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან მიდის ხოლმე ინფორმაცია. რეალურად, ინდექსები სულ სხვა რამეს მოწმოსბ და ვისაუბრეთ, კონკრეტულ შედეგებზე და იმ რეალობაზე, კონსტიტუციით გამყარებულ ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე, რაც საქართველოს აქვს. სანქციებთან დაკავშირებით შეხევდრაზე საუაბრი საერთოდ არ ყოფილა", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
უზრა ზეია კი შეხვედრებს განაგრძობს - ამერიკის მაღალჩინოსანი ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსებს ხვდება. შეხვედრა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” მიმდინარეობს.