მომავალ, დემოკრატიულ საქართველოს, მრავალპარტიული მართვა სჭირდება - რაჭველი

11.07.24 17:29
მომავალ, დემოკრატიულ საქართველოს, მრავალპარტიული მართვა სჭირდება - რაჭველი

 

 

"ჩემთვის მრავალპარტიული მართვა ქვეყნის, მგონია, რომ არის ის, რაც ახლა სჭირდება იმ მომავალ, დემოკრატიულ საქართველოს" - ამის შესახებ ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი საუბრობს.

რაჭველის თქმით, ახლა ყველა სფეროს წარმომადგენელი უნდა გააქტიურდეს და მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას. რაჭველი თვლის, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის წინსვლისთვის საუკეთესო გამოსავალი კოალიციურ მმართველობაშია.

ახლა კი დადგა დრო, რომ ჩვენ ჩვენი საქმის მიღმა თუ მასთან ერთად, ვესაუბროთ ჩვენს გულშემატკივრებს და ჩვენი სიმართლე, რომლისაც გვწამს, მათაც გავუზიაროთ. ვფიქრობ, რომ დემოკრატიის ახალი საფეხური, შესაძლოა, გარკვეული გამოწვევაც, მაგრამ მნიშვნელოვანი საფეხური, რაც გასავლელი გვაქვს ეს არის კოალიციური მართვის სისტემა. ამიტომ ჩემთვის მრავალპარტიული მართვა ქვეყნის, მგონია, რომ არის ის, რაც ახლა სჭირდება იმ მომავალ, დემოკრატიულ საქართველოს, რომლის გზაზეც ვიმყოფებით ჰიბრიდული რეჟიმიდან,“ - ამბობს ნიკოლოზ რაჭველი.

საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა სამოქალაქო მოძრაობა - აირჩიე ევროპა - დააფუძნეს, რომლის მიზანიც ევროპული არჩევანის გასამარჯვებლად პროდასავლური ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზებაა.