რა არის ანა ნაცვლიშვილის მთავარი სათქმელი ამერიკის მაღალჩინოსანთან?
ხელისუფლების ცვლილების პირველივე საათებში ჩვენი პრიორიტეტი იქნება, გავაცოცხლოთ „ქართული ოცების“ მიერ განზრახ გაჩერებული ევროინტეგრაციის პროცესი - "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ამერიკელ მარალჩინოსანთან შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან იმ მთავარ სათქმელზე ისაუბრა, რაზე საუბარსაც უზრა ზეიასთან აპირებს.
„ჩემი მთავარი სათქმელი დღევანდელ შეხვედრაზე არის ის, რომ ხელისუფლების ცვლილებიდან პირველივე საათებში ჩვენი მთავარი საზრუნავი და პრიორიტეტი იქნება ის, რომ გავაცოცხლოთ „ქართული ოცების“ მიერ შეფერხებული და განზრახ გაჩერებული საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, გამოვასწოროთ და აღვადგინოთ პარტნიორული, მეგობრული ურთიერთობები როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროპულ სახელმწიფოებთან და გადავდგათ უსწრაფესად ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს უვიზო მიმოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენს ჯარს ჰქონდეს სრული მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის მშენებლობის პროცესში და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის მხარდაჭერა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში სიღარიბე, უმუშევრობა, ინფლაცია იყოს საბოლოოდ წერტილდასმული", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ამერიკის მაღალჩინოსანი ამ წუთებში ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსებს ხვდება. შეხვედრა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” მიმდინარეობს.