არჩევანია თავისუფლებასა და დიქტატურას შორის. გვჭირდება გაერთიანება - გოგი ალექსი მესხიშვილი

11.07.24 17:33
არჩევანია თავისუფლებასა და დიქტატურას შორის. გვჭირდება გაერთიანება - გოგი ალექსი მესხიშვილი

„ეს არჩევანია თავისუფლებას და დიქტატურას შორის, ეს ელემენტარულია,“ - ამის შესახებ მხატვარმა, თეატრალური დეკორატორმა „პირველებთან“ ისაუბრა.

გოგი ალექსი მესხიშვილი, რომელიც ახალი სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნებას ესწრებოდა, ამბობს, რომ საფრანგეთის მსგავსად, საქართველოშიც უნდა შეძლოს საზოგადოებამ გაერთიანება. 

ის, რაც მოხდა საფრანგეთში, გვაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ხალხის გაერთიანება იმ მომენტში, როცა შენ საფრთხე გემუქრება, რაც მოხდა საფრანგეთში, ეს გვჭირდება ჩვენ - გაერთიანება. გვჭირდება, რომ სულ ყველამ გაითვალისწინოს, თავისი მომავალი, თავის შვილების მომავალი, ევროპული მომავალი და ძალიან მკაფიოდ დააფიქსიროს თავის პოზიცია,“ - ამბობს მესხიშვილი. 

საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა სამოქალაქო მოძრაობა - აირჩიე ევროპა - დააფუძნეს, რომლის მიზანიც ევროპული არჩევანის გასამარჯვებლად პროდასავლური ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზებაა.