უზრა ზეიას ვიზიტი ხელისუფლებისთვის არის გზავნილი - ანა ბუჩუკური
პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, ამერიკელი მაღალჩინოსნის, უზრა ზეიას ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილია ხელისუფლებისთვის, ასვე დიდი გზავნილია ჩვენი ხალხისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორები, მიუხედავად ანტიდასავლური რიტორიკისა, არ ტოვებენ ქვეყანას მარტო.
"მსგავსი მაღალი დონის ვიზიტი, მით უმეტეს ამ რთულ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ვიზიტი გზავნილია ქართველი ხალხისადმი, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, მიუხედავად ანტიდასავლური რიტორიკისა და თავდასხმისა, ზოგიერთი მათგანის მტრად გამოცხადებისა (კალაძეს ვგულისხმობ) არ ტოვებენ ხალხს და ქვეყანას მარტო.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის გზავნილი ხელისუფლებისთვის. აქამდე მიგვიყვანა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“, რომ კრიტიკული განცხადებები გვესმის სტრატეგიული მოკავშირეებისგან. სამწუხაროდ, ამ მავნებლობის და ანტიდასავლური პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა, რასაც ივანიშვილი და ხელისუფლება „ქართული ოცნების“ ხელით აწარმოებს", - განაცხადა ანა ბუჩკურმა.
ამერიკის მაღალჩინოსანი ამ წუთებში ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსებს ხვდება. შეხვედრა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” მიმდინარეობს.