რუსული კანონის შესაჩერებლად საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელი შედის
რუსული კანონი საკონსტიტუციოში - საქართველოს მთავარ სასამართლოში საშიში კანონის შეჩერებისა და გაუქმების მოთხოვნით სამი სარჩელი შედის. სარჩელების განხილვამდე მომჩივანები რუსული კანონის მოქმედების შეჩერებას ითხოვენ.
"პირველების" ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერილი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ორშაბათს შევა.
არსებული ინფორმაციით, ზურაბიშვილი შეეცდება მოსამართლეთა კოლეგიას დაუმტკიცოს, რომ ხელისუფლებამ კონსტიტუციის 78-ე მუხლი დაარღვია, რომელიც ქვეყნის "ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას" შეეხება.
ასევე ცნობილია, რომ 100-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი სარჩელი უკვე მოამზადა.
რამდენიმე წუთის წინ გაირკვა, რომ სარჩელს ამზადებს ოპოზიციაც.
რაც შეეხება "ქართული ოცნების" პოზიციას, სამართლებრივი არგუმენტების მზადებას იწყებს ივანიშვილის პარტია - მმართველ ძალას ახლა უკვე საკონსტიტუციო სასამართლოში მოუწევს იმის დამტკიცება, რომ რუსული კანონი კონსტიტუციას არ არღვევს.