კრიზისულ ვითარებაში, სადაც მთავრობა ანგრევს საერთაშორისო ურთიერთობებს, აშშ არის ქართველი ხალხის გვერდით - ხოშტარია
კრიზისულ ვითარებაში, სადაც მთავრობა ანგრევს საერთაშორისო ურთიერთობებს, აშშ არის ქართველი ხალხის გვერდით- პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის უზრა ზეიას საქართველოში ვიზიტი ქართველი ხალხის ცალსახა მხარდაჭერა.
ასეთი მაღალი დონის ვიზიტი არის ქართველი ხალხის ცალსახა მხარდაჭერა. აშშ ზურგს კი არ აქცევს საქართველოს, არამედ იმ კრიზისულ ვითარებაში, სადაც მთავრობა ანგრევს საერთაშორისო ურთიერთობებს, აშშ არის ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენ, ოპოზიციას გვაქვს ვალდებულება, ვაჩვენოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ აქ ჩვენ ვიბრძვით დემოკრატიისთვის და ხალხს ვთავაზობთ ალტერნატივას. მთავარია, რომ ხალხის მხარდაჭერას კონკრეტული პოლიტიკური პასუხი ჰქონდეს“,- განაცხადა ხოშტარიამ.
ამერიკის მაღალჩინოსანი ამ წუთებში ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსებს ხვდება. შეხვედრა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” მიმდინარეობს.