როცა ერთიანი ხმა არის საქართველოსი, ის ყოველთვის იმარჯვებს და ჩვენ უსათუოდ გავიმარჯვებთ - ღოღობერიძე
"როცა ერთიანი ხმა არის საქართველოსი, ის ყოველთვის იმარჯვებს, ეს აუცდენელია და ჩვენ უსათუოდ გავიმარჯვებთ" - ამის შესახებ რეჟისორი ლანა ღოღობერიძე საუბრობს.
"პირველებთან" ლანა ღოღობერიძე ერთობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს:
ეს ხალხი ერთი იდეით არის შთაგონებული, ერთიანი სულისკვეთებით - როგორც საქართველო უთვალავი, ერთიანი ხმა იყო, ეს ძალიან ზუსტი სიტყვებია რატი ამაღლობელის, მართლა, რომ როცა ერთიანი ხმა არის საქართველოსი, ის ყოველთვის იმარჯვებს, ეს აუცდენელია და ჩვენ უსათუოდ გავიმარჯვებთ,“ - ამბობს ლანა ღოღობერიძე.
საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა სამოქალაქო მოძრაობა - აირჩიე ევროპა - დააფუძნეს, რომლის მიზანიც ევროპული არჩევანის გასამარჯვებლად პროდასავლური ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზებაა.