სამწუხაროდ, ბოლო შანსი გვაქვს, სწორი არჩევანი გავაკეთოთ - სოფო ჭყონია

11.07.24 17:43
სამწუხაროდ, ბოლო შანსი გვაქვს, სწორი არჩევანი გავაკეთოთ - სოფო ჭყონია

 

 

"ჩვენ, სამწუხაროდ, ბოლო შანსი გვაქვს, საქართველოს სწორი არჩევანი გავაკეთოთ," - ამის შესახებ „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სოფო ჭყონია საუბრობს.

სოფო ჭყონია არჩევნებზე აქტიურობის მნიშვნელობაზე საუბრობს და თვლის, რომ მოსახლეობამ კარგად უნდა გაიაზროს რა არჩევანის წინაშე აღმოჩნდებიან 26 ოქტომბერს:

მსგავსი ტიპის არჩევნები, ალბათ, აღარ გვექნება, თუ სწორ არჩევანს არ გააკეთებენ მოქალაქეები, საზოგადოების წევრები, რა თქმა  უნდა, მნიშვნელოვანია ყველა, მაგრამ არჩევნებზე მიდის მოსახლეობის უმრავლესობა, რომლებმაც არც იციან, ჯერჯერობით, რა საფრთხის წინაშე დგას დღეს ქვეყანა, იმიტომ, რომ ჩვენ ვირჩევთ ორ გზას - ან რუსეთის გზას ან ევროპის გზას და რა არის ევროპის გზა, ეს ალბათ უფრო კარგად უნდა გააგებინონ საზოგადოებას,“ - ამბობს სოფო ჭყონია.

საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა სამოქალაქო მოძრაობა - აირჩიე ევროპა - დააფუძნეს, რომლის მიზანიც ევროპული არჩევანის გასამარჯვებლად პროდასავლური ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზებაა.