სოფელ ქვახვრელთან სარკინიგზო მაგისტრალზე მომხდარი შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

11.07.24 17:57
სოფელ ქვახვრელთან სარკინიგზო მაგისტრალზე მომხდარი შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელთან სარკინიგზო ლიანდაგზე მოძრავი ლოკომოტივი 35 წლის მამაკაცს დაეჯახა.  

სარკინიგზო მაგისტრალზე მომხდარი შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაშავებული შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.