სასულიერო პირმა ემიგრანტი ტაძრიდან გამოაგდო და "სულიერი მეძავი" უწოდა

11.07.24 18:41
სასულიერო პირმა ემიგრანტი ტაძრიდან გამოაგდო და "სულიერი მეძავი" უწოდა

"წყეული ქვეყნიდან ხარ ჩამოსული. არ გეტყობა რომ სულიერი მეძავი ხარ?" - ამ სიტყვებით მიმართავს სასულიერო პირი თეიმურაზ ბერიშვილი ემიგრანტს.

სასულიერო პირი სამების საკათედრო ტაძარში შესულ მრევლს ლანძღავს და საცეცხლურის თავში ჩარტყმით ემუქრება. 

როგორც ემიგრანტი ამბობს, მღვდელმა ის შორტების გამო გააგდო ტაძრიდან - "მეუფე შიოს ვაჩვენებ ამას, მთელ ემიგრანტებს ვაჩვენებ" - იმის ვიდეოში.

არ გეტყობა რომ სულიერი მეძავი ხარ? ნახე, ეს ვირთხა, ორმეტრიანი. სულიერი მეძავი ხარ, ფარისეველი, გამოგზავნილი ხარ პროვოკაციაზე. შორტი კი არ გაცვია, ვირთხა ხარ.

თქვენ რომ კაცები იყოთ, იქ არ გაიქცეოდით ფულის საშოვნელად, მაგაზე გაიყიდეთ, თქვენ სამშობლოს მოეხმარებოდით. სახეზე გაწერია შენ რასაც აკეთებ იქ," - მიმართავს სასულიერო პირი ემიგრანტს.

მღვდელი ქურდული წარსულით კრიმინალების სამიზნე გახდა და გაძარცვეს - სასულიერო პირის მამა თეიმურაზ ბერიშვილის სახლიდან დიდძალი ოქრო და იარაღი გაიტანეს. ამის შესახებ "შაბათის ეთერის" ჟურნალისტურ გამოძიებაშია საუბარი. ყოფილი ძველი ბიჭი და ახლა უკვე მდიდარი სასულიერო პირი, მთაწმინდაზე თბილისის ტურისტულ ეპიცენტრში, ყიფიანის ქუჩაზე, ფეშენებელურ საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრობს. მძარცველები მღვდლის სახლში მაშინ შევიდნენ, როდესაც სასულიერო პირი ბობოყვათის საპატრიარქოს რეზიდენციაში ისვენებდა.