თუ ოლიგარქის რეჟიმი არჩევნებს გააყალბებს, დასანქცირდება - კონგრესის საგარეო კომიტეტმა "MEGOBARI აქტი" დაამტკიცა

11.07.24 20:00
თუ ოლიგარქის რეჟიმი არჩევნებს გააყალბებს, დასანქცირდება - კონგრესის საგარეო კომიტეტმა "MEGOBARI აქტი" დაამტკიცა

 

26 ოქტომბრის არჩევნები შტატებისთვის წითელი ხაზია. თუ ოლიგარქის რეჟიმი არჩევნებს გააყალბებს 
დასანქცირდება. კონგრესის საგარეო კომიტეტმა სანქციების აქტი უკვე დაამტკიცა. მის ამოქმედებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი  რჩება. არჩევანი ასეთია, ან  ოცნება  არჩევნებს  თავისუფალ გარემოში ჩაატარებს,  ან    გააყალბებს, ოღონდ ამისთვის მძიმე პოლიტიკურ ფასსაც გადაიხდის. 

კონგრესი ჩქარობს, რომ კანონპროექტი არჩევნებამდე დაამტკიცოს  და ამით ქართველ ხალხსაც არჩევანი გაუმარტივოს. ფაქტია, რომ შტატები  ოცნებას არ გულშემატკივრობს  და მეგობარ აქტს საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად იღებს. ამ დახმარებაში კი  ივანიშვილის გუნდმა მტრობა ამოიკითხა და პრაქტიკულად მიანიშნა, რომ   არაფრის შეცვლას აპირებს და არჩევნებსაც ისე ჩაატარებს, როგორც მანამდე.

 შტატებიდან მიღებული მძიმე ვერდიქტი , ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.