სამართლებრივი ომი რუსული კანონის წინააღმდეგ - საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელი შედის

11.07.24 20:11
სამართლებრივი ომი რუსული კანონის წინააღმდეგ - საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელი შედის

 

მომჩივანი პრეზიდენტი, მოპასუხე პარლამენტი. "პირველების" ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის და ოცნების იურისტები პირისპირ ისევ საკონსტიტუციო სასამართლოში. ახლა მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ დარჩება თუ არა ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში და რუსეთის პირისპირ. მომავალი კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელი  შევა ეტაპობრივად რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით. მათ შორის ორბელიანების სასახლიდანაც. პრეზიდენტი ოცნებას ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევაში  ამხელს და  ევროპული მომავლის დაცვას სასამართლოში აპირებს. 

სარჩელს ამზადებს 100-ზე მეტი  არასამთავრობო ორგანიზაციაც. პარალელურად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს ოპოზიცია. სარჩელების განხილვამდე მომჩივანები რუსული კანონის მოქმედების შეჩერებას ითხოვენ. ქართული ოცნების მიერ მართული სასამართლოს პირობებში, ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი არ არის, თუმცა სამართლებრივ ომს რუსული კანონის წინააღმდეგ პრეზიდენტი, მესამე სექტორი და ოპოზიცია ერთდროულად იწყებს.

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.