როგორ გაქრა საქართველო ნატოს დღის წესრიგიდან?! - უმძიმესი კომუნიკე პარტნიორობის ისტორიაში

11.07.24 20:17
როგორ გაქრა საქართველო ნატოს დღის წესრიგიდან?! - უმძიმესი კომუნიკე პარტნიორობის ისტორიაში

 

ასეთი მძიმე კომუნიკე ნატო-საქართველოს პარტნიორობის ისტორიაში არ ყოფილა. საქართველო დოკუმენტში პრაქტიკულად გამქრალია. ერთხელ არის ნახსენები, ისიც იმ კონტექსტში, რომ ქვეყნიდან რუსული ჯარები უნდა გავიდეს. არც ერთი სიტყვა ალიანსთან თანამშრომლობაზე. კომუნიკედან ამოიღეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაც, რომელიც წინა სამიტების ყველა რეზოლუციაში მკაფიოდ იყო ჩაწერილი და ამით ნატო ადასტურებდა, რომ საქართველო მისი წევრი გახდებოდა. 

ნატოს 75-ე საიუბილეო სამიტმა საქართველოს გარეშე ჩაიარა. ალიანსის დღის წესრიგიდან გამქრალია  პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებები, პოლიტიკური დიალოგი და  ერთობლივი პროგრამები. უმნიშვნელოვანესმა ფორუმმა  ვაშინგტონში ისე ჩაიარამ რომ საქ-ო არც კი უხსენებიათ. ეს დუმილი კი ყველაზე ხმამაღალი განაცხადია, რომ რუსული პოლიტიკის გამტარებელი ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პარტნიორი ვერ იქნება.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.