100 დღე გამარჯვებამდე - ქართველი ხელოვანები საქართველოს ევროპული არჩევანის დაცვის სადარაჯოზე

11.07.24 20:36
100 დღე გამარჯვებამდე - ქართველი ხელოვანები საქართველოს ევროპული არჩევანის დაცვის სადარაჯოზე

ქართველი ხელოვანები საქართველოს ევროპული არჩევანის დაცვის სადარაჯოზე.  ხელოვანებმა გადაწყვიტეს რომ საყვარელი  საქმის გარდა კიდევ ერთი მისია უნდა აიღონ საკუთარ თავზე და  ესაუბრონ ქართველ  ხალხს. საზოგადოებას უნდა უთხრან, რომ  ქვეყნის გადარჩენის გზა ევროპაზე გადის. არჩევანი კი ასე დგას ან  თავისუფლება ან დიქტატურა. ხელოვანები ამბობენ, რომ საქართველოს კოალიციური მთავრობა უნდა მართავდეს. 

100 დღე გამარჯვებამდე - ეს დრო სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ხელოვანებმა ნაყოფიერად უნდა გამოიყენონ. იარონ კარდაკარ და ხალხს უთხრან,რომ 26-ს ოქტომბერს არჩევანი რუსეთსა და ევროპას შორის უნდა  გააკეთონ. მათ სიტყვას  კი დიდი ძალა აქვს, რადგან საკუთარი შემოქმედებით საქართველოსთვის  ბევრი რამ გააკეთეს. ეს არის ბოლო შანსი, რომ ქართულმა საზოგადოებამ სწორი არჩევანი გაკეთოს - ამბობენ სამოქალაქო მოძრაობის წევრები, რომელთა ხელმოწერებიც ერთიანობის მანიფესტზე  უკვე არსებობს.

დეტალები ნახეთ, გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.