საგანგებო მისიით თბილისში მყოფი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე და "ოცნების" მძიმე საათები

11.07.24 20:34
საგანგებო მისიით თბილისში მყოფი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე და "ოცნების" მძიმე საათები

"ქართული ოცნების" მძიმე საათები. ხვალ ირაკლი კობახიძეს პირისპირ ეტყვიან, რა ელოდება "ოცნებას" რუსული კანონის მიღებისა და ანტიდასავლური რიტორიკის გამო.  საგანგებო მისიით თბილისში მყოფი სახელმწიფო მდივნის მოადგილე ოცნებას მძიმე შემოდგომას უანონსებს.   ვაშინგტონის შავი სია გაიზრდება და გამკაცრდება. სანქციების ქვეშ მოხვდება ყველა ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაზეა პასუხისმგებელი. 

ვიდრე ბაიდენის გუნდის სათქმელს პრემიერი პირადად მოისმენს, ამერიკელი მაღალჩინოსანი კითხვებს  ოცნების იმ ქალ დეპუტატებს უსვავდა, რომლებიც ამერიკას ხან  მასონებად, უფრო ხშირად კი გლობალური ომის პარტიად მოიხსენიებენ. ახლა ვაშინგტონის ფოკუსი 26 ოქტომრის არჩევნებზეა შეჩერებული. თუ ხელისუფლება ისევ არჩევნების მიტაცებას შეეცდება, პასუხი ვაშინგტონიდან უმძიმესი იქნება.

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.