იყო თუ არა რთული "ახალის"-"დროას"-"გირჩი მეტი თავისუფლების" გაერთიანება?

11.07.24 21:46
იყო თუ არა რთული "ახალის"-"დროას"-"გირჩი მეტი თავისუფლების" გაერთიანება?

იყო თუ არა რთული "ახალის"-"დროას"-"გირჩი მეტი თავისუფლების" გაერთიანება და ჰქონდა თუ არა ნიკა მელიას ელენე ხოშტარიას პარტიასთან ერთობაზე კითხვის ნიშნები - ამასთან დაკავშირებით "რეაქციაში" გაერთიანების ლიდერები საუბრობენ.

„აზრთა სხვადასხვაობა იყო სხვადასხვა საკითხზე,“ - ამბობს ნიკა მელია და ამბობს, რომ პოლიტიკურ-იდეოლოგიური შეუთავსებლობა არ აქვთ.

სირთულეები როგორ არ იყო და როგორ არ იქნება, მაფრამ ყველაზე დიდი სირთულე რომელსაც ვერ მოვირეცხავთ იმხელა ისტორიული ამოცანის არშესრულება, რომელიც გვაქვს კისერზე.
რამე განსაკუთრებული აგრესია ჰქონდა ჩემთან მელიას? - არა, არ არის ასე. ან მე მქონდა მელიასთან? - არა. ჩვენ ვრჩებით ჩვენს აზრზე და ჩვენ ჩვენი ტვირთებით, მიღწევებით საზოგადოებას ვეუბნებით, რომ ჰქონდეთ მომავლის განცდის ალტერნატივა,“ - ამბობს ხოშტარია.

იყო თუ არა კეზერაშვილთან კომუნიკაცია პრობლემა ნიკა მელიასთვის, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ პროპაგანდის ნაწილია ის ინფორმაცია, თითქოს მისი პარტია კეზერაშვილის პარტიაზე იყო დამოუკიდებული.

ის წარმოდგენა, რაც პროპაგანდამ შექმნა, რომ ჩემი პარტია იყო დამოკიდებული კეზერაშვილის პარტიაზე, იყო ტყუილი. პარტნიორობა იყო, მათ შორის უკრაინელებთა დახმარების შესახებ. კეზერაშვილი თუ იქნება იმ პოლიტიკური ჯგუფის ნაწილი, რომელიც არის გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანი, ურთიერთობები იქნება ყველასთან. მე ვარ მომხრე ყველანაირი ხიდების არსებობის ოპოზიციაში, ამიტომ ამის უკან იმის ლაპარაკი, რომ ვიღაცის გავლენები, ტყუილია,“ - ამბობს ელენე ხოშტარია.

ნიკა მელიას თქმით, ახალი პლატფორმას კეზერაშვილთან საერთო არაფერი არ აქვს.

არანაირი პოლიტიკურ-იდეოლოგიური შეუთავსებლობა არ გვაქვს. ის გვარი, ვისაც თქვენ ასახელებთ, წელიწადნახევარი ვსაუბრობდი და ეს მოსაზრება ჩემი არსად წასულა. ეს ადამიანი არის დაკავშირებული ენმ-სთან, არის დამფინანსებელი, ვფიქრობ, რომ დღემდე იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, არაფერი საერთო პოლიტიკურად ამ პლატფორმასთან მას არ აქვს,“ - ამბობს მელია.

რა რეაქცია ჰქონდათ პარტიების გულშემატკივრებს ამ გაერთიანებაზე და ხომ არ გაიფანტება ამომრჩეველი, ამაზე ზურა ჯაფარიძე განმარტავს, რომ ამომრჩებელს ესმის, რატომ გახდა საჭირო გაერთიანება.

ნებისმიერი პარტიის მხარდამჭერებში აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც რომელიღაც სხვა პარტიასთან რომ ერთიანდები, ექნებათ გულისწყრომა, ჩემთანაც არიან, ელენესთან და ახალშიც არიან. ჩვენ ხომ ჩვენი რაღაცით მოვდივართ, ახალში ვიღაც გაბრაზდება, რომ მე ატოცი მაქვს მოტანილი, ვიღაც ჩემთან გაბვრაზდება ნიკას რაღაც წარსულში. ერთობლივი კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენი ამომრჩეველი შეგნებული ხალხია, რომელსაც ესმის, რატომ ხდება ეს ყველაფერი," - ამბობს ზურა ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები