ზეია: აშშ საქართველოს მოუწოდებს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ეუთოს სტანდარტების შესაბამისად

11.07.24 21:51
ზეია: აშშ საქართველოს მოუწოდებს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ეუთოს სტანდარტების შესაბამისად

"აშშ საქართველოს მოუწოდებს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ეუთოს სტანდარტების შესაბამისად," - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია ოპოზიციონერ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ წერს.

ზეიას თქმით, პოლიტიკური პლურალიზმი დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია და კიდევ ერთხელ აფიქსირებს აშშ-ის პოზიციას საქართველოში დემოკრატიული არჩვენების ჩატარების მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

ნაყოფიერი დისკუსია ქართველ ოპოზიციური პარტიების ლიდერ ქალებთან. პოლიტიკური პლურალიზმის პატივისცემა დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია და 🇺🇸 მოუწოდებს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ეუთოს სტანდარტების შესაბამისად," - წერს უზრა ზეია.

მსგავსი სიახლეები