"წერტილი დასმული არ არის" - რა გახდა "ლელოსთან" შეუთანხმებლობის მიზეზი და გრძელდება თუ არა მოლაპარაკებები
„ლელოსთან ვერ შედგა, ჯერჯერობით, ამის შანსი თავისთავად ცხადია არსებობს,“ - ამის შესახებ „რეაქციაში“ „ახალის“ თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია საუბრობს.
იყო თუ არა უთანხმოების ერთ-ერთი საფუძველი პრემიერის კანდიდატურა - ამაზე ნიკა გვარამია ამბობს, რომ არ ადასტურებს ამ ინფორმაციას.
„ჩვენი მხრიდან წერტილი დასმული არ არის“ - ამბობს გვარამია და იმედოვნებს, რომ ერთობა შედგება.
არ ვადასტურებ, რომ ამის გამო ვერ შედგა, ყველაზე მეტად მაინტერესებს, საიდან მოვიდა გილაურის თემა. გილაურის ამბავი რომ იყოს, მე გილაურის კაბინეტში ვიყავი მინისტრი, ციფრებუთ, საერთაშორისო შთაბეჭდილებებით, გილაური იყო მა ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო პრემიერმინისტრი, ბედნიერი ვიქნები ამ ქვეყანას ჰქონდეს გილაურისნაირი პრემიერ-მინისტრი. როგორ უნდა დავაყენო გილაურის პრემიერ-მინისტრობის საკითხი, როცა მისი თანხმობა არ არსებობს საერთოდ. რომ გითხრათ, რომ საერთოდ არ მიფიქრია გილაურზე, კიდევ რამდენიმე ადამიანზე, მოგატყუებთ. პრემიერთან დაკავშირებით ჩვენს გაერთიანებას აქვს მკაფიო პოზიცია, გამოხატა ეს პოზიცია სალომე ზურაბიშვილის დოკუმენტზე ხელმოწერისას. პრმეიერ-0მინისტრზე პრეფერენცია ეძლევა იმ ადამიანებს, ვინც არ არიან დღეს მოქმედი პარტიების წევრები," - ამბობს გვარამია.
ელენე ხოშტარიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ველი გადაჯგუფდეს და ლელოსთან დაკავშირებით ამბობს, რომ „ყველაფერს ვიზამ, რომ ეს გამოვიდეს“.
მთავარია, რომ "ლელომაც" მიიღოს გადაწყვეტილება, იქნება ამ ერთობის ნაწილი თუ შექმნის სხვა ისეთ გაერთიანებას, რომ საზოგადოებას შევთავაზოთ მოგების ფორმულა,“ - ამბობს ხოშტარია.
ნიკა მელია იმედოვნებს, რომ "ლელოც" და "ევროპული საქართველოც" გადაჯგუფებასთან დაკავშირებით დროულად მიიღებენ გადაწყვეტილებას.
იმედი მაქვს, რომ ლელო, ევროპული საქართველო, რომლებმაც ჯერ გადაწყვეტილება არ მიიღეს, თუ რომელ პოლიტიკურ ძლიერ ოპოზიციურ ცენტრს დაუკავშირონ საკუთარი პოლიტიკური მომავალი ან თავად შექმნან ეს ცენტრი, იმედი მაქვს, რომ ადრე ვიდრე გვიან მიიღებენ გადაწყვეტილებას, რადგან ეს არის საჭირო, რომ არ დაიკარგოს ამომრჩევლის ხმა," - ამბობს მელია.