განიხილავენ თუ არა თანამშრომლობას ახალი-დროა-გირჩი მეტი თავისუფლება „ნაციონალურ მოძრაობასთან“?
განიხილავენ თუ არა თანამშრომლობას ახალი-დროა-გირჩი მეტი თავისუფლება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ - გაერთიანების ლიდერები ამბობენ, რომ გამარჯვების ფორმულა არის რამდენიმე ოპოზიციური ცენტრის შექმნაში.
ნიკა მელია ამბობს, რომ ვისაც უნდა ენმ-სთან თანამშრომლობა, მასთან იქნებიან პარტნიორები.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს და მის პარტიას, ეს ადამიანი, სადაც არის იქ, სადაც არის, არ არსებობს, რაც არ უნდა უსამართლოდ მივიჩნიო მისი რომელიმე განცხადება, მე პასუხს არ გავცემ, ეს ადამიანი არის პოლიტპატიმარი, მათ შორის მორალური წუხილი მაქვს.
კონტექსტი ეხებოდა, ერთიანი სია არის უპრიანი თუ რამდენიმე ოპოზიცური ცენტრი, დიახაც, მიმაჩნია, რომ რამდენიმე ძლიერი ოპოზიციური ცენტრი არის გამარჯვების ფორმულა, ჩვენ შევქმენით ჩვენი ძლიერი ოპოზიციური ცენტრი, კიდევ თუ გავმსხვილდებით კიდევ გაგვიხარდება.,
ჩვენ ვართ ცალკე, გახარიას პარტია ალბათ, არის ცალკე, ლელო და ევროპული საქართველო, სა იქნება ჯერჯერობით, არ ვიცი, სააკაშვილის პარტია არის ცალკე, მიხეილ სააკაშვილის პარტია - ვანო მერაბიშვილის, დათო კეზერაშვილის - მათ ჰყავთ თავისი ამომრჩეველი, არცთუ ისე ცოტა, ვისაც მათთან უნდათ პარტნიორობა, იპარტნიორებენ და გამოვლენ არჩევნებზე,“ - ამბობს ნიკა მელია.
კითხვაზე უშვეთ თუ არა, რომ თქვენი გაერთიანება ენმ-სთან გავიდეს ამ არჩევნებში, ამაზე გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს გამორიცხულია.
ამ წუთის მდგომარეობით ეს არის გამორიცხული... ნომერ პირველი ამოცანა გვაქვს რაც შეიძლება ბევრი ადამიანის გამოყვანა. ერთადერთი ფორმულაა, მარტო ვბევრ ადამიანს შეუძლია დაძლიოს ადმინისტრაციული რესურსი, გაყალბება, შანტაჟი. მე მჯერა, რომ ნომერ პირველი ხელისშემშლელი იმისა, რომ ბევრი ადამიანი გამოვიდეს არის, როდესაც ადამიანები უყურებენ, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ან ერთმანეთში ჩხუბობენ, ან ერთმანეთსს დედას აგინებენ. ძიება ან ჩვენ შორის ან ჩვენ და სხვა ოპოზიცურ პარტიებს შორის, განსხვავების წერტილები, სად ვცდებით ერთმანეთს, სად გვქონია დაპირისპირება, მგონია, რომ არის პრობლემა...
სააკაშვილის პარტიაში რანაირად წარმომიდგენია თავი, ვიყავი და წამოვედი. კითხვების დასმა კი არ არის პრობლემა, პრობლემა არის, რომ მე მესმის, რომ არსებობს ასეთი ამომრჩეველი თუ მაყურებელი, რომელიც მუდმივად იკვებება ასეთი რაღაცები, მე მგონია, პრობლემა ის, რომ დოფამინი გამოვაყოფინოთ იმითკ, რომ ასეთი რაღაცები მივაწოდოთ,“ - ამბობს ზურა ჯაფარიძე.