საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაცვა - რაზე ისაუბრა ბლინკენის მოადგილემ ზურაბიშვილთან
საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
ბლინკენის მოადგილე წერს, რომ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის დაცვაზე ისაუბრა პრეზიდენტთან.
ღია გაცვლა საქართველოს პრეზიდენტთან @Zourabichvili_S-თან საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დასაცავად. აშშ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა ურყევია," - წერს უზრა ზეია.
მანამდე შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. საუბარი შეეხო მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნებზე იქნება საზოგადოების სრული მობილიზაცია, არასამთავრობო სექტორის და ახალგაზრდებისა და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაადასტურებს საკუთარ ევროპულ არჩევანს.