როგორ იგებს ბლინკენის მოადგილის გზავნილს სახელისუფლებო გუნდი და რა წუხილი აქვს პაპუაშვილს
"ჩვენი წუხილია, რომ აშშ-ის ბიუჯეტიდან აშშ-ის ბიუჯეტიდან საქართველოში, ერთი, რომ თანხები იხარჯებოდეს გამჭვირვალედ და ამერიკის ხელისუფლებამ გააკონტროლოს, რომ ეს ფული, არ წავიდეს პოლიტიკური პარტიებისა და რადიკალური ჯგუფების ყულაბაში,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საუბრობს.
პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის საქართველოში ვიზიტს და მის მიერ განხილულ საკითხებს ეხმაურება, სადაც მთავარ თემას წარმოადგენს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები. პაპუაშვილი აშშ-ის მთავრობის კრიტიკას კვლავ აგრძელებს და ამბობს, რომ მათი ბიუჯეტიდან თანხები გაუმჭვირვალედ იხარჯება საქართველოში.
სხვადასხვა თემები ჰქონდა მას სასაუბროდ, ახსენა, ოქტომბრის არჩევნები, ეს ჩვენი წუხილიც არის, მათ შორის ჩვენი საზოგადოების წუხილიც არის აშშ-ის ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვა საქართველოში, რომელსაც ვხედავთ, რომ რიგ შემთხვევაში მიდის პოლიტიკური პარტიების ყულაბაში და რიგ შემთხვევაში მიდის სხვადასხვა რადიკალურ ჯგუფებში, მათ შორის ამერიკის ნაციონალური დემოკრატიული ფონდის მხრიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ყალბი ენჯეო სტრუქტურების გამოყენებით, ეს ჩვენი წუხილია, რომ ამ მხრივ აშშ-ის ბიუჯეტიდან საქართველოში ერთი რომ თანხები იხარჯებოდეს გამჭვირვალედ და ამერიკის ხელისუფლებამ გააკონტროლოს რომ ეს ფული, არ წავიდეს პოლიტიკური პარტიებისა და რადიკალური ჯგუფების ყულაბაში,“ - ამბობს პაპუაშვილი.