"ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომები ჩაინიშნა

28.07.21 11:50
"ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომები ჩაინიშნა

"ქართულ ოცნებაში" პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომები ჩაინიშნა. პოლიტიკური საბჭოს სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული, 13:00 საათზე კი უმრავლესობის სხდომა გაიმართება. 

წინასწარი ინფორმაციით, მმართველი პარტია ქვეყნის მასშტაბით წარსადგენ მერობის კანდიდატებზე იმსჯელებს.