EU: ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას
"ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას" - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო მოქმედების სერვისი (EEAS) წერს და აქვეყნებს იმ პროექტების ნაწილს, რომლითაც საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
EEAS-ის ცნობით, ევროკავშირის მონიტორინგის მისია (EUMM) საქართველოში 2008 წლიდან მოქმედებს.
ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს უსაფრთხოებას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მხარს უჭერს ზოგად უსაფრთხოებას საქართველოში 2008 წლიდან. სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს, ხოლო რეგიონული ოფისები – გორში, მცხეთასა და ზუგდიდში. მისიაში 200-მდე სამოქალაქო დამკვირვებელი მუშაობს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან.
2008-2024 წლებში საერთო ბიუჯეტი 354 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო 2023-2024 წლის ბიუჯეტი - 47 მილიონ ევროს. მისიის მიზანს წარმოადგენს საომარი მოქმედებების დაბრუნების თავიდან აცილება და გრძელვადიან სტაბილურობის ხელშეწყობა, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობისთვის უსაფრთხო და ნორმალური ცხოვრების დაბრუნების ხელშეწყობა, კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის შექმნა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მონიტორინგის მისიის ფარგლებში საქართველოში 2008-2024 წლებში 345 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა, ხოლო 2023-2024 წლის ბიუჯეტი 47 მილიონ ევროზე მეტია.
მონიტორინგის მისიის მიზანია:
- ხანგრძლივი სტაბილურობის შენარჩუნება და საომარი მოქმედებების თავიდან აცილება;
- ხელი შეუწყოს უსაფრთხო, ნორმალურ ცხოვრებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრები თემებისთვის;
- კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის ჩამოყალიბება.
საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერების ფარგლებში 2021-2023 წლებში საქართველოზე 62 მილიონი ევრო დაიხარჯა, თუმცა აღნიშნული 2024 წლისთვის შეჩერებულია.
საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერების პროექტის ფარგლებში ევროკავშირისგან საქართველოს გადაეცა:
- ორი სრულად ეკიპირებული გადასატანი სამედიცინო დაწესებულება;
- სამედიცინო აღჭურვილობა გორის სამხედრო ჰოსპიტალში;
- 42 სატვირთო მანქანა;
- 96 ინდივიდუალური და 17 ჯგუფური ტიპის საინჟნრო ნაკრები;
- კიბერუსაფრთხოების ტრენინგები და ვარჯიშები.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური განმარტავს, რომ „ევროპული სამშვიდობო ფონდი” საქართველოსთვის აძლიერებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს.
ფონდი აგრძელებს 2021-2023 წლის დახმარების განხორციელებას (62 მილიონი ევრო), შეჩერებულია 2024 წლის დახმარების მიღება. დღემდე მიწოდებული აღჭურვილობა მოიცავს: სრულად აღჭურვილ ორ სამედიცინო დაწესებულებას, სამედიცინო აღჭურვილობას გორის სამხედრო ჰოსპიტლისთვის, 42 სატვირთო მანქანა, 96 ინდივიდუალურ და ჯგუფის დონის 17 საინჟინრო ნაკრებს, კიბერთავდაცვის წვრთნებსა და სწავლებებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.