ჩვენი პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ფაქტობრივად სიკვდილამდე სცემეს, არავინ დასჯილა, ჩემი მეგობრის მამამ ინსულტი გადაიტანა, შვილის სიკვდილით დაემუქრნენ - წინასაარჩევნო კამპანიაზე ვისაუბრებდი ამ კონტექსტში - ფავლენიშვილი
„ჩვენი პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ფაქტობრივად სიკვდილამდე სცემეს და არავინ არ არის დასჯილი, ჩემი მეგობრის მამამ ინსულტი გადაიტანა, რადგან მისი შვილის სიკვდილით დაემუქრნენ და წინა საარჩევნო კამპანიაზე ვისაუბრებდი ამ კონტექსტში. ვინ არის დამნაშავე ყველა ხვდება ძალიან კარგად," - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა გააკეთა.
ის წინა საარჩევნო ბულინგის კამპანიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ძალადობრივი შემთხვევები გამოუძიებელია.
მე შევაფასებ წინა საარჩევნო კამპანიას, როდესაც ჩვენი პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ფაქტობრივად სიკვდილად სცემეს და არავინ არ არის დასჯილი, მე შევაფასებ წინა საარჩევნო კამპანიას, როდესაც ჩემს მეგობარს, თანამებრძოლის მამას გამთენიისას დაურეკეს და ინსულტი გადაიტანა ამ ადამიანმა, რადგან მისი შვილის სიკვდილით დაემუქრნენ. მე შევაფასებ იმ წინა საარჩევნო კამპანიას მათ შორის ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი სცემეს და დღემდე არ არის გამოძიებული. წინასაარჩევნო კამპანიაზე ვისაურბებდი ამ კონტექსტში და ვინ არის დამნაშავე კარგად ხვდება ყველა,"- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა