სალომე ზურაბიშვილი რომ კონსტიტუციურ სტანდარტს ემორჩილებოდეს, თანამდებობიდან გადადგებოდა - პაპუაშვილი

12.07.24 12:56
სალომე ზურაბიშვილი რომ კონსტიტუციურ სტანდარტს ემორჩილებოდეს, თანამდებობიდან გადადგებოდა - პაპუაშვილი

რუსული კანონის შესაჩერებლად საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელი შედის - საქარველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "ცინიზმის პიკია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თავად დაარღვია კონსტიტუცია, კითხვებს სვამს გადაწყვეტილების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით".

პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი რომ კონსტიტუციურ სტანდარტს ემორჩილებოდეს, თანამდებობიდან გადადგებოდა.

„ცინიზმის პიკია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თავად დაარღვია კონსტიტუცია, რაც დადასტურებულია, კითხვებს სვამს გადაწყვეტილების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ჯერ მან პასუხი აგოს კონსტიტუციის იმ დარღვევისთვის, რომელიც მან ჩაიდინა. სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციურ სტანდარტს რომ ემორჩილებოდეს, ის „ნაციონალურ მოძრაობას“ კი არ გაურიგდებოდა, რომ იმპიჩმენტი ჩავარდნილიყო და თავის თანამდებობაზე დარჩენილიყო, არამედ მორალურად მიიღებდა გადაწყვეტილებას და გადადგებოდა თანამდებობიდან, რადგან დადასტურებულია რომ მან კონსტიტუცია დაარღვია, რაც არის იმპიჩმენტის საფუძველი. ასე რომ, ეს საერთო ჯამში ცინიზმია, რაც სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ხშირად ხდება ხოლმე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რუსული კანონის შესაჩერებლად საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელი შედის - "პირველების" ინფორმაციით, მათ შორის არის საქართველოს პრეზიდენტის სარჩელიც.

პრეზიდენტი ოცნებას ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევაში  ამხელს და  ევროპული მომავლის დაცვას სასამართლოში აპირებს. 

მსგავსი სიახლეები