ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობა მომდევნო კვირიდან დაიწყება - რა განმარტებები კეთდება "ოცნებაში"

12.07.24 13:16
ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობა მომდევნო კვირიდან დაიწყება - რა განმარტებები კეთდება "ოცნებაში"

ამნისტიის შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება. "ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს წინასაარჩევნოდ ციხის კარი ასობით პატიმარს გაუხსნას, მსჯავრდებულთა ნაწილს კი სასჯელი შეუმციროს. ჯამში, ამნისტია 66 მუხლზე გავრცელდება.

რაც შეეხება რუსული კანონის პროტესტთან დაკავშირებით, ეს რუსეთში უნდა იკითხოთ, რუსული კანონები რუსეთში მიიღება და იქ თუ ვინმე არის დაკავებული, შეგიძლიათ რუსეთში იკითხოთ ეს საკითხები.
რაც შეეხება ქართულ ამნისტიას, ჩვენი სამიზნე არის, რომ დაახლოებით 1/3-ით დაიწიოს პატიმრების რაოდენობამ პენიტენციურ დაწესებულებაში, ამისთვის ჩვენ პირველ ნაბიჯს ვდგამთ ამ ამნისტიით, ეს ამნისტია 300-მდე მუხლს მოიცავს,“ - ამბობს პაპუაშვილი.

"ქართული ოცნების" დეპუტატები ამნისტიის აქტზე საუბრისას კვლავ ოპონენტებს აკრიტიკებენ: 

არც ის არის გამორიცხული იქამდეც კი მივიდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილს უთხრან, ვეტო დაადონ ამნისტიის აქტს,“ - ამბობს ოხანაშვილი.

ძალადობა ყველა მხრიდან მიუღებელია, ვინც არ უნდა იყოს და ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს და არ უნდა იყოს ასე ცალმხრივი, ოპოზიციას ჩაუსაფრდა და ეს დანაშაულია და ხელისუფლების წარმომადგენელს, ან უმრავლესობის გუნდის წევრს ჩაუსაფრდა და ეს თურმე მისაღებია და მოწონებას იმსახურებს, ასეთი დაყოფა არ უნდა ხდებოდეს,“ - ამბობს ეკა სეფაშვილი.

„ამნისტიის შესახებ“ პროექტი პარლამენტის ბიუროს 15 ივლისს სხდომაზე წარედგინება და მას პარლამენტი პირველი მოსმენით რიგგარეშე სესიაზე მიიღებს.

მსგავსი სიახლეები