უსამართლოა... როგორც ჩანს, ვიღაცას თვალში ეპატარავება ქართველი ხალხი - პაპუაშვილი „MEGOBARI“ აქტის მიღებაზე
შალვა პაპუაშვილი შტატებს საქართველოსთან მიმართებაში მცდარი გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ "MEGOBARI აქტი"-ის დამტკიცება წარმომადგენელთა პალატის - საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ უსამართლო გადაწყვეტილებაა და იმედოვნებს, რომ კანონის საბოლოოდ დამტკიცებს სენატი არ დაუშვებს.
მათ შორის, როდესაც ჩვენს ვსაუბრობთ გარკვეული აქტების მიღებაზე კონგრესში თუ სენატში, რას იზამ, კიდევ ერთხელ ყოფილა მცდარი გადაწყვეტილებები ამერიკის შეერთებული შტატებისა საქართველოსთან მიმართებით.
მხარდაჭერის რაოდენობა გადაწყვეტილების სისწორეს არ განსაზღვრავს. ეს უსამართლოა საქართველოსთან მიმართებაში. შეცდომები საქართველოსთან მიმართებით შტატებიდან ყოფილა და მოლოდინი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში ეს შეცდომები თავიდან იქნება აცილებული. საბაბი ამ ყველაფრის არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობა დაინტერესდა, სად მიედინება გრანტით შემოსული თანხები. როგორც ჩანს, ვიღაცას თვალში ეპატარავება ქართველი ხალხი", - ამბობს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა MEGOBARI აქტი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის - საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მიიღო. მას 41-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, ხოლო 6 წინააღმდეგ წავიდა.