ეს არის ძალადობის და სამოქალაქო დაპირისპირების წახალისება და მხარდაჭერა - კორძაია

12.07.24 13:37
ეს არის ძალადობის და სამოქალაქო დაპირისპირების წახალისება და მხარდაჭერა - კორძაია

„ეს პროექტი ისეთი მუხლების ამნისტიას ითვალისწინებს, რომლითაც ყველა მოძალადე, რომლებმაც  ჩვენი თანამოქალაქეები სახლებთან სცემეს, მაგალითად - დიმიტრი ჩიქოვანი,  ზუკა ბერძენიშვილი და ბევრი სხვა, თითოეულ ამ ადამიანთან დაკავშირებით განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება იქნება ამნისტირებული და რა უნდა დავარქვათ ამას სახელად, თუ არა ის, რომ ეს არის ძალადობის და სამოქალაქო დაპირისპირების წახალისება და მხარდაჭერა“ - ეს განცხადება პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა თამარ კორძაიამ გააკეთა.

თამარ კორძაია ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" განზრახვას ეხმაურება და თვლის, რომ ხელისუფლება ძალადობას ახალისებს.

ბუნებრივია ჩვენ სხვა არგუმენტები გვაქვს, ვიდრე ქართულ ოცნებას. იმიტომ, რომ საყოველთაო, არადისკრიმინაციული და ყოვლისმომცველი ამნისტიის პროექტი ოპოზიციამ დაარეგისტრირა,რომელსაც  მე  ხელი მოვაწერე. თუ სურთ ჰუმანური აქტის განხორციელება, იმ პროექტზე იმუშაონ, რომელიც რეგისტრირებულია. 
ეს პროექტი კი პირიქით, ისეთი მუხლების ამნისტიას ითვალისწინებს, რომლითაც ყველა მოძალადე, რომლებმაც ჩვენი თანამოქალაქეები სახლებთან სცემეს, მაგალითად- დიმიტრი ჩიქოვანი,  ზუკა ბერძენიშვილი და ბევრი სხვა ადამიანის სახელი და გვარი შეიძლება ვერ ვთქვა, მაგრამ თითოეულ ამ ადამიანთან დაკავშირებით განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება იქნება ამნისტირებული და რა უნდა დავარქვათ ამას სახელად, თუ არა ის, რომ ეს არის ძალადობის და სამოქალაქო დაპირისპირების წახალისება და მხარდაჭერა," - განაცხადა თამარ კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები