ქალაქის იერსახის დამახინჯება დასჯადია - კალაძე სისხლიანი პოსტერების გაკვრაზე
თბილისის მერი, კახა კალაძე, დედაქალაქში სიძულვილის ენის შემცველი პოსტერების გაკვრის ფაქტს გამოეხმაურა. კალაძის თქმით, ქალაქის იერსახის დამახინჯება კანონდარღვევაა და ამ ფაქტებზე რეაგირება ყოველთვის იქნება.
ქალაქის იერსახის დამახინჯება არის კანონდარღვევა და დასჯადი. ჩვენს ქვეყანაში ნებისმეირ ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ დაუშვებელაი კანონის და წესების უგულებელყოფით ქუჩებსა და შენობებზე გამოვაკრათ, რაც მოგვესურვება, ან შევღებოთ, ან წარწერები გავაკეთოთ, ყველა ასეთ ფაქტზე თბილსის მერიას ჰქონდა, აქვს და მომავალშიც ექნება რეაგირება, რათა არ დავუშვათვ ქალაქის იერსახის დამახინჯება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ პარტიას წარმოადგენს, ან ვის როგორი პოლიტიკური გემოვნება აქვს. ყველა შემთხვევაზე გვექნება რეაგირება.
სამწუხაროა, რომ ბოლო ფაქტის გამო მიზანმიმართულად იყო მცდელობა მერიის უწყების დისკრედიტაციის და ასევე იყო მცდლეობა ამ პლაკატების საარჩევნო კამპანიაზე პროექცია. სულ მცირე ლოგიკა არის საჭირო, რაში ჭირდება კახა კალაძეს აგრესია, არეულობა, ქაოსი. მე და ჩემ გუნდს არ გვჩვევია ამ მეთოდებით ბრძოლა, არასოდეს გვიბრძოლია ამ მეთოდებით, მაშინ როცა პირადად მე და ჩემ გუნდს ნდობა გამოგვიცხადა, ეს არის ჩვენი პიარიც. ის სიცრუე და ცილისწამება, რასაც ვისმენთ აზარალებს ჩვენ ქალაქს, თრგუნავს ქალაქს იწვევს ადამიანებში გაღიზიანებას. ეს არა რის პირველი შემთხვევა მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით იმატებს ცილისწამება და შეურაცხყოფა, რაც საგანგაშოა, იმატებს აგრესია, ძალადობა. მინდა ვთხოვო მერიის თანამშრომლებს, ჩემ მხარდამჭერებს, ყველას ვინც გულშემატკივრობს ქალაქის წინსვლას, არავითარ შემთხვევაში ამ აგრესიას არ უპასუხოთ აგრესიით და ძალადობით, ", - ამბობს კალაძე.