არჩევნების პირველი სადამკვირვებლო მისია, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან ჩამოვა
არჩევნების პირველი სადამკვირვებლო მისია ქვეყანაში, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან ჩამოვა.
სახლემწიფო მდივის მოადგილემ დღეს გავლენიანი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, რომ პირველ მისიას საქართველოში IRI გამოგზავნის, ამას მოყვება NDI.
მისიები ეყოლება NDI-სა და IRI-ს. IRI-ის მისია უკვე ძალიან მალე ჩამოდის და იქნება შემდეგი კვირიდან, ძალიან მალე ქვეყანაში და ისინი იმუშავებენ წინასაარჩევნო პერიოდში, NDI-საც ეყოლება მისია, ასევე მისიები გულისხმობს იმას, რომ არჩევნების დღესაც ჩამოვლენ მაღალი დონის წარმომადგენლები ქვეყანაში,“ - ამბობს ნინო დოლიძე.
უზრა ზეიას დღევანდელი შეხვედრის ცენტრალური განხილვის საგანი სწორედ არჩევნებია. ამ წუთებში ამერიკელი მაღალჩინოსანი ცესკოში იმყოფება. ახლა გიორგი კალანდარიშვილს მოუწევს ახსნას, როგორ აპირებს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებს.