სარფში 22 309,94 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანა სცადეს

12.07.24 15:16
სარფში 22 309,94 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანა სცადეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი" არადეკლარირებული ოქროს   ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის სამი ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 159,97 გრამი) ნაკეთობები გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 22 309,94 ლარი შეადგინა", - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები